„დოიჩე ველე“ - „თალიბანმა“ ავღანეთში საპროტესტო აქციები აკრძალა
„დოიჩე ველე“ - „თალიბანმა“ ავღანეთში საპროტესტო აქციები აკრძალა

„თალიბანმა“ ავღანეთში საპროტესტო აქციები აკრძალა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აღნიშნულის შესახებ „თალიბანის“ მიერ გამოცხადებული დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მონაწილეები დაისჯებიან.

მედია წერს, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, აქციის გამართვამდე არა უგვიანეს 24 საათისა, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მიზეზის, მისი ადგილისა და დროის, ასევე ლოზუნგების შესახებ. აკრძალვის მიზეზად დასახელდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

ავღანეთში მომიტინგეებს შორის ბევრი ქალია, რომლებიც უკმაყოფილონი არიან „თალიბანის“ მიერ დაწესებული შეზღუდვებით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ქაბულსა და ჰერათში გამართული საპროტესტო აქციები „თალიბანმა“ დაშალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია დაღუპულთა შესახებაც.

დატოვე კომენტარი