„დოიჩე ველე“ - „თალიბანმა“ ავღანეთში მეცხრე ადმინისტრაციული ცენტრის დაკავების შესახებ განაცხადა
„დოიჩე ველე“ - „თალიბანმა“ ავღანეთში მეცხრე ადმინისტრაციული ცენტრის დაკავების შესახებ განაცხადა

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში მეცხრე ადმინისტრაციული ცენტრის დაკავების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„თალიბანის“ წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, დაჯგუფებამ ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბადახშანის რეგიონის დედაქალაქზე, ფაიზაბადზე დაამყარა კონტროლი.

მუჯაჰიდის თქმით, დაჯგუფებამ ქალაქი გასულ ღამეს აიღო და მოჯაჰიდების მიერ გუბერნატორის რეზიდენცია, პოლიციის შტაბბინა, დაზვერვის სამსახურის შენობა და სხვა სამთავრობო დაწესებულებები კონტროლდება.

გარდა ამისა, დაჯგუფების წარმომადგენლის განცხადებით, „თალიბანმა“ ბაგლანის პროვინციის დედაქალაქზე, პული-ჰუმრიზეც დაამყარა კონტროლი. პული-ჰუმრი ქვეყნის 34 პროვინციული დედაქალაქიდან რიგით მეცხრეა, რომელიც დაჯგუფებამ აიღო.

ამჟამად დაჯგუფების კონტროლის ქვეშ ნიმროზის, ჯაუზჯანის, სარი-პულის, ყუნდუზის, თაჰარის, სამანღანის, ფარაჰის, ბაგლანისა და ბადახშანის პროვინციების დედაქალაქებია.

დაჯგუფება „თალიბანსა“ და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირების ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე განახლდა. დაჯგუფების განცხადებით, ისინი ქვეყნის 65 პროცენტს აკონტროლებენ.