„დოიჩე ველე“ - პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ
„დოიჩე ველე“ - პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ამის მიზეზი ბელარუსში მყოფი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებისგან მომავალი საფრთხეა. ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მოსაზრებები რეალურია.

„ეს შეიძლება, იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც საზღვარზე, მაგალითად, მიგრანტები გადაჰყავთ, რომლებიც ეცდებიან რამე არეულობა გამოიწვიონ საზღვარზე“, – განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არნოლიდას აბრამავიჩუსმა.

ანალოგიური განცხადება გაკეთდა პოლონეთშიც.