„დოიჩე ველე“ - ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას
„დოიჩე ველე“ - ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას. როგორც სააგენტო წერს, აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარი სტორემ განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. ნორვეგიამ უკვე გაზარდა გაზის ექსპორტი და ახლა აწვდის იმდენს, რამდენიც შეუძლია“, – განაცხადა იონას გარი სტორემ.

სააგენტოს ცნობით, ნორვეგია ამჟამად რეკორდული მოცულობის ნავთობსა და გაზს აწვდის გერმანიასა და მთლიანად ევროპას. რუსეთის შემდეგ, ნორვეგია გერმანიისთვის სიდიდით მეორე მიმწოდებელია. ამჟამად ის ფარავს გერმანიის ბუნებრივი აირის მოთხოვნილების 30 პროცენტზე მეტს. ნორვეგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა გაზის ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რითაც რუსეთიდან გაზის იმპორტის ნაწილის ჩანაცვლება მოხერხდა.