„დოიჩე ველე“ – მოლდოვაში პრორუსული ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება

22:18, 26.07.2025

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში პრორუსული ოპოზიციის მიტინგი იმართება, რომელსაც ორგანიზებას კომუნისტური, სოციალისტური, „მოლდოვის მომავლისა“ და „მოლდოვის გულის“ პარტიები უწევენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც იტყობინებიან, დემონსტრაციაში 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დოდონის გარდა, აქციაში, რომელიც სანდუს მმართველობის წინააღმდეგ იმართება, ქვეყნის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი მონაწილეობდა, ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვასილე ტარლევი და გაგაუზეთის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელი ირინა ვლაჰი.

მსგავსი