„დოიჩე ველე“ - იაპონიის მოსახლეობა, ბოლო 14 წელია, რეკორდულად მცირდება
იაპონიის მოსახლეობა, ბოლო 14 წელია, რეკორდულად მცირდება. 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, იაპონიის მოქალაქეთა რიცხვი 120.3 მილიონამდე შემცირდა.
ბოლო წლების განმავლობაში მკვიდრი მოსახლეობის ოდენობა 900 000-ით შემცირდა. ამის მიზეზი შობადობის დაბალი მაჩვენებელია, რომელიც იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დაბალია.
იაპონიის მოსახლეობამ პიკს 2008 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი შობადობის კლების გამო გამუდმებით მცირდება.
მცირე ზრდა მხოლოდ ორ პრეფექტურაში, ტოკიოსა და მის მეზობელ საიტამაში ფიქსირდება, ქვეყნის დანარჩენ 45 პრეფექტურაში კი მოსახლეობის რიცხვი მცირდება, რაც, ხელისუფლების თქმით, პრობლემებს იწვევს როგორც საზოგადოებაში, ისე ბიზნესისთვის – მცირდება სამუშაო ძალა და მომხმარებელთა რიცხვი.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის, იოშიმასა აჰაიაშის თქმით, იაპონიის ხელისუფლება ცდილობს, წაახალისოს შობადობა ახალგაზრდებში, რომლებიც შვილების გაჩენისგან ეკონომიკური გარემოებების გამო იკავებენ თავს. ამ მიზნით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა ახალგაზრდებისთვის და ბავშვის მოვლაში დახმარების უზრუნველყოფა.
ჯერ კიდევ 2023 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველწლიურად 25 მილიარდამდე დოლარს გამოყოფს ბავშვთა მოვლისა და მშობელთა მხრდაჭერის სხვა პროგრამებისთვის.