„დოიჩე ველე“ - გერმანიაში რეკორდული რაოდენობით სამუშაო ადგილია
„დოიჩე ველე“ - გერმანიაში რეკორდული რაოდენობით სამუშაო ადგილია

გერმანიაში რეკორდული რაოდენობით სამუშაო ადგილია. როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის დასავლეთ ნაწილში მილიონზე მეტი, ხოლო აღმოსავლეთში 325 ათასი თავისუფალი სამუშაო ადგილია.

როგორც გერმანიის შრომის ბაზრისა და კარიერის შემსწავლელი ინსტიტუტის ახალ კვლევაშია ნათქვამი, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, გერმანიაში 1,46 მილიონი ვაკანსია აღრიცხეს. მესამე კვარტალთან შედარებით, თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 221 ათასით გაიზარდა.

ვაკანსიები გერმანული ეკონომიკის ყველა სექტორში არსებობს. ამასთან, თავისუფალი სამუშაო ადგილების უფრო მეტი რაოდენობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია.