„დოიჩე ველე“ - ფინელების უმრავლესობა რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს
„დოიჩე ველე“ - ფინელების უმრავლესობა რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს

ფინელების უმრავლესობა რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს, – ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ფინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ფორუმის (EVA) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფინელების 84 პროცენტი, უკრაინაში აგრესიის გამო, რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს.

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, იმ ფინელების რიცხვი, რომლებიც რუსეთში საფრთხეს ხედავენ, 25 პროცენტით არის გაზრდილი, ფინელების მხოლოდ 6 პროცენტი არ მიიჩნევს მეზობელ სახელმწიფოს საფრთხედ.

ფორუმის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანების სურვილის ზრდა სწორედ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებით აიხსნება. ამასთან, კვლევის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფინელების აზრით, პრობლემა რუსეთის ხელმძღვანელობაშია და არა ხალხში, ისინი რუს ხალხს სასიამოვნო ადამიანებად მიიჩნევენ.

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ როგორც ფინეთში, ისე მის მეზობელ შვედეთში აქტიური დისკუსიები გამოიწვია მათი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახლო პარტნიორია, თუმცა არა წევრი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფინეთი სავარაუდოდ მიმდინარე წლის მაის-ივნისში შეიტანს განაცხადს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.