„დოიჩე ველე“ – დონალდ ტრამპი 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ კონფერენციის დროს ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეხვედრის სხვა მონაწილეებს ტელეფონით გაესაუბრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ კონფერენციის დროს ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეხვედრის სხვა მონაწილეებს ტელეფონით გაესაუბრება. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტს ვაშინგტონში ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, პარიზში შედგება უკრაინის დელეგაციის შეხვედრა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან.
მანამდე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს პარიზში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, შესაძლოა, ჰიბრიდულ რეჟიმში მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის პრეზიდენტმაც.
SCOOP: President Trump will hold a call with President Zelensky and the Coalition of the Willing tomorrow during Zelensky’s visit to Paris, a source familiar with the matter tells me. The Ukrainian delegation is also expected to meet with Trump’s special envoy Steve Witkoff.…
— Misha Komadovsky (@komadovsky) September 3, 2025