„დოიჩე ველე“ - ბუდაპეშტში ლგბტქ უფლებების მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა, მონაწილეებს - ჯარიმა, ორგანიზატორებს კი ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ
„დოიჩე ველე“ - ბუდაპეშტში ლგბტქ უფლებების მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა, მონაწილეებს - ჯარიმა, ორგანიზატორებს კი ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ

უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და ლგბტქ+ უფლებების მხარდასაჭერად მსვლელობა მოაწყო პოლიციის აკრძალვისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

აქციის მონაწილეებს ჯარიმის გადახდა ემუქრებათ, ორგანიზატორებს კი – ერთწლიანი პატიმრობა.

„ჩვენი აზრით, 180 000-დან 200 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა მსვლელობაში. ძნელია ამის შეფასება, რადგან ბუდაპეშტის პრაიდზე ამდენი ადამიანი არასდროს ყოფილა“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ „პრაიდის“ პრეზიდენტმა, ვიქტორია რადვანიმ.

მსვლელობას მხარდაჭერა 30-ზე მეტმა საელჩომ გამოუცხადა. სპეციალურად ამ დღისთვის უნგრეთში ჩავიდა თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰაჯა ლაჰბიბი და ევროპარლამენტის დაახლოებით 70 წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.