„დოიჩე ველე“ - ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს
„დოიჩე ველე“ - ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს

ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჰაინც-კრისტიან შტრახე კორუფციაში ცნეს დამნაშავედ, საკუთარი „თავისუფალი პარტიისთვის“ გაკეთებული შემოწირულობების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვიცე კანცლერს 15 თვიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა.

გარდა ამისა, შტრახეს პარტიული სახსრების განფლანგვაშიც სდებდნენ ბრალს, თუმცა აღნიშნულ დანაშაულზე მას ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი.

ჰაინც კრისტიან შტრახე ავსტრიის ვიცე-კანცლერის თანამდებობას 2017-2019 წლებში იკავებდა.

შტრახეს წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც გამოქვეყნდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ვიცე-კანცლერი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, სახელმწიფო კონტრაქტებს სთავაზობდა ქალს, რომელიც მას გაეცნო როგორც რუსი ოლიგარქის ძმისშვილი. ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებამ, სებასტიან კურცის „სახალხო პარტიით“ და „თავისუფალი პარტიით“ დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობის დაშლა გამოიწვია და ავსტრიაში ახალი არჩევნები დაინიშნა.