„დოიჩე ველე“ - ავსტრალიაში ხანძარი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ჩააქრონ
„დოიჩე ველე“ - ავსტრალიაში ხანძარი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ჩააქრონ

ავსტრალიაში ხანძარი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ჩააქრონ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

რეგიონის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, თუ სტიქიის ზონაში წვიმა არ წამოვა, მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობისთვის დიდი დრო დასჭირდებათ. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ მომდევნო დღეებში ხანძარი კიდევ უფრო გაძლიერდება.

მასშტაბურმა სტიქიამ ახალი სამხრეთ უელსის შტატში უკვე 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გადაწვა. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. როგორც ცნობილია, ახალი სამხრეთ უელსის და ქვინსლენდის შტატებში ცეცხლის 150 კერას ებრძვიან, რა დროსაც 13 მეხანძრე დაშავდა.