„დოიჩე ველე“ – ანგელა მერკელის პორტრეტი ბერლინის ბოდეს მუზეუმში სამი თვით გამოფინეს
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური პორტრეტი ბერლინის ბოდეს მუზეუმში საზეიმოდ გამოფინეს.
ნამუშევრის ავტორი 28 წლის გერმანელ-ფრანგი მხატვარი ჟერემი კეირაა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ტილო ბერლინში, ბოდეს სამხატვრო მუზეუმში სამი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც მას ბერლინის ფედერალური კანცელარიის „კანცლერების გალერეაში“ გადაიტანენ.
ამ სივრცეში მერკელის შვიდი წინამორბედის პორტრეტია განთავსებული.
ანგელა მერკელი გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს 16 წლის განმავლობაში იკავებდა.