დოჰაში ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ | ფარიკაობა #1TVSPORT
26-დან 28 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქში რაპირით ფარიკაობაში გრან-პრის გათამაშება გაიმართება.
ხვალ შეჯიბრების პირველი დღეა და კაცები იასპარეზებენ. საქართველოს დროით 09:00 საათიდან ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაიწყება.
ყატარში საქართველოს სახელს ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი დაიცავენ.
გრან-პრის გამარჯვებულები და პრიზიორები კვირას, 28 მარტს გამოვლინდებიან.