დოჰაში ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ | ფარიკაობა #1TVSPORT
დოჰაში ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ | ფარიკაობა #1TVSPORT

26-დან 28 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქში რაპირით ფარიკაობაში გრან-პრის გათამაშება გაიმართება.

ხვალ შეჯიბრების პირველი დღეა და კაცები იასპარეზებენ. საქართველოს დროით 09:00 საათიდან ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაიწყება.

ყატარში საქართველოს სახელს ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი დაიცავენ.

გრან-პრის გამარჯვებულები და პრიზიორები კვირას, 28 მარტს გამოვლინდებიან.