დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის ისტორიული მოლაპარაკებები დაიწყო

11:09, 12.09.2020

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის ისტორიული მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლაპარაკების გახსნის ცერემონიაზე ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ თქვა, რომ დაპირისპირებული მხარეები დაყოფის ყველა ფორმაზე მაღლა უნდა დადგნენ და შეთანხმებას მიაღწიონ.

ავღანეთის მთავრობის 21-კაციან ჯგუფს ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მასოომ სტანეკზაი ხელმძღვანელობს, „თალიბანის“ წარმომადგენლებს კი, დაჯგუფების იუსტიციის მიმართულების ხელმძღვანელი და ლიდერთან, ჰაიბატულა ახუნზადასთან დაახლოებული პირი მავლავი აბდულ ჰაკიმი.

მოლაპარაკებებს ასევე ესწრებიან ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბანის“ ლიდერის მოადგილე მულა ბარადარი. უშუალოდ მოლაპარაკებები, რომლის დროსაც მხარეები პირველად ერთმანეთს პირისპირ დასხდებიან, 14 სექტემბერს დაიწყება.

მსგავსი