დოჰადან ათენში „ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავით ჩასულ 12 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საბერძნეთმა ყატარიდან ყველა ავიარეისი შეაჩერა მას შემდეგ, რაც დოჰადან ათენში ავიაკომპანია „ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავით ჩასულ 12 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ტესტი ბორტზე მყოფ 91-ივე მგზავრს ჩაუტარდა. ინფიცირებულებს შორის ცხრა პირი საბერძნეთის ბინადრობის უფლების მქონე პაკისტანის მოქალაქეა. ისინი ათენში ქალაქ გუჯარათიდან გაემგზავრნენ. კიდევ ორი ადამიანი ავსტრალიიდან ჩასული საბერძნეთის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი იაპონიის მოქალაქე.
საბერძნეთში ამჟამად მოქმედი პროტოკოლით, საჰაერო გზით ქვეყანაში შესული ყველა მგზავრი გადაჰყვათ საკარანტინო სასტუმროებში, სადაც ისინი კორონავირუსზე ტესტის პასუხების მიღებამდე რჩებიან. ის მგზავრები, რომელთაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან. უარყოფითი პასუხების მქონე მგზავრები კი, კარანტინში შვიდი დღის განმავლობაში დარჩებიან, რის შემდეგაც, მათ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდებათ.