დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით გადაიყვანეს

13:06, 15.02.2018

დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოს ეკლესიაში, სადაც მისი შვილია გადასვენებული, ღუდუშაურის საავადმყოფოდან რეანომობილით გადაიყვანეს.

მეგობრების ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გუშინ პანაშვიდზე ყოფნისას მას წნევამ აუწია.

ნოდარ გუგეშაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე 15:00 საათზე დაკრძალავენ.

მსგავსი