დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა 
დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა 

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, დოდი ხარხელის სახლში  ჩხრეკა დასრულდა.

როგორც დოდი ხარხელმა განაცხადა, ამოღებულია ციფრული ტექნიკა.

„„ფლეშკა“, მობილურები, ძველი მობილურები, სამუშაო ლეპტოპები – ჩემი, მეუღლის და ბავშვისაც. ციფრული ოჯახი ვართ, „სმარტ ჰოუმის“ ელემენტებით და, შესაბამისად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა. რაც საინტერესოა, როგორც ვიცით, გადაუდებელ და სასწრაფო ჩხრეკად კვალიფიცირდა მაშინ, როდესაც გამოძიება, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. მეტიც, მე ვიყავი დაბარებული, როგორც მოწმე და მიცემული მაქვს ჩვენება მაგისტრ მოსამართლესთან. მიუხედავად ამისა, თვეების შემდეგ საჭირო გახდა, საბავშვო ბაღთან გავეკავებინე უამრავ მამაკაცს“, – განაცხადა დოდი ხარხელმა.

მისი თქმით, ყველაფერი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაში მიდის და აზრი არ აქვს, რა ეწერება ნებისმიერ ოქმში.