დნიპროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც სამართალდამცველმა მოქალაქე სილაგავა სასიკვდილოდ დაჭრა, სასამართლომ პატრულის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა
დნიპროში 29 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც სამართალდამცველმა მოქალაქე სილაგავა სასიკვდილოდ დაჭრა, სასამართლომ პატრულის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, დაცვის მხარე განზრახ მკვლელობის ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ისევე, როგორც დაკავებას. ადვოკატები სამართალდამცველისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.
როგორც მედია წერს, ადვოკატი აცხადებს, რომ პატრულს საავადმყოფოში მკურნალობა ესაჭიროება, რადგან მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თავად პატრულის თანამშრომელი სხდომას ვიდეოზარით შეუერთდა და განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს.
არსებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დნიპროში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მანქანა გააჩერა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი და მგზავრი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემოჩილნენ. მანქანის მძღოლმა, უკრაინის მოქალაქე ჯუმბერ სილაგავამ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სილაგავა სასიკვდლოდ დაიჭრა.