დნიპროს საოლქო ადმინისტრაციას წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს აეროპორტზე, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა
დნიპროს საოლქო ადმინისტრაციას წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს აეროპორტზე, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დნიპროს აეროპორტზე, დაშავებულია ხუთი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დნიპროს საოლქო ადმინისტრაციას წარმომადგენელი ავრცელებს.

„ისევ სარაკეტო დარტყმები. სამი დარტყმა აეროპორტის ტერიტორიაზე. განადგურებულია აეროპორტთან ახლოს მდებარე ინფრასტრუქტურაც. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხუთი თანამშრომელი“, – წერს ნიკოლაი ლუკაშუკი.

​დნიპროს აეროპორტზე პირველი სარაკეტო დარტყმა რუსეთმა 15 მარტს განახორციელა, რის შედეგადაც დაზიანდა ასაფრენი ზოლი. საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, დღეს განხორციელებული დარტყმით აეროპორტი მთლიანად განადგურდა.