დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

19:49, 01.02.2026

უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული მედიის თანახმად, საფრენი აპარატი ავტობუსის ახლოს ჩამოვარდა.

თავდასხმის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსი პავლოგრადის რაიონის ერთ-ერთ საწარმოს ეკუთვნოდა.

 

მსგავსი