დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

18:56, 19.07.2025

რუსეთმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

თავდასხმა სინელნიკოსკის რაიონზე განხორციელდა. დანგრეულია ამბულატორია, სკოლა და კულტურის დაწესებულება.

სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები და დაიწვა ავტომობილები.

მსგავსი