დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის მიერ კამიკაძე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის მიერ კამიკაძე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
გუბერნატორის თქმით, თავდასხმის სამიზნე ქალაქ მარგანეცში ავტობუსი გახდა, რომელიც საწარმოს თანამშრომლებს გადაჰყავდა.
„დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამჟამინდელი ინფორმაციით, მათი რიცხვი 30-ს აღწევს“, – წერს ლისაკი.
სერგეი ლისაკის განცხადებით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს ნიკოპოლის რაიონსაც, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.