დმიტრო კულებას განცხადებით, ენტონი ბლინკენისგან მიიღო დაპირება, რომ უკრაინა აშშ-ისგან თავდაცვით იარაღს მიიღებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან, ენტონი ბლინკენისგან მიიღო დაპირება, რომ უკრაინა ამერიკისგან თავდაცვით იარაღს მიიღებს.
„ტელეფონით ვესაუბრე ამერიკის სახელმწიფო მდივანს. მან ინფორმაცია მომაწოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე, ასევე შტატების გეგმაზე, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარებას მიიღებს პოლონეთისგანაც.
Call with @SecBlinken on ways to stop Russia’s brutal war of aggression against Ukraine. Secretary informed me on the new U.S. sanctions on Russia, as well as plans to deliver new defensive weapons to help Ukraine defend itself. Ukraine holds ground. We need the world to help us.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 24, 2022