დმიტრო კულება - ზოგიერთი დასავლური მედია იუწყება, რომ კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ კახოვკის კაშხლის განადგურებაში, ეს ფაქტებსა და პროპაგანდას თანაბარ მდგომარეობაში აყენებს
დმიტრო კულება - ზოგიერთი დასავლური მედია იუწყება, რომ კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ კახოვკის კაშხლის განადგურებაში, ეს ფაქტებსა და პროპაგანდას თანაბარ მდგომარეობაში აყენებს

დმიტრო კულება აღშფოთებულია დასავლურ მედიაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გაშუქებით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.

„ზოგიერთი მედიასაშუალება აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ კახოვკის კაშხლის განადგურებაში. ეს ფაქტებსა და პროპაგანდას თანაბარ მდგომარეობაში აყენებს. უკრაინა უზარმაზარი ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დგას. ამ ფაქტის იგნორირება ნიშნავს რუსეთის ყველაზე აშკარა თამაშის თამაშს“, – წერს კულება.

მანამდე, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის განადგურებით რუსეთმა სავარაუდოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.