დმიტრო კულება ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას წარუდგენს
დმიტრო კულება ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას წარუდგენს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას წარუდგენს.

„ირანის ქმედებები არის ტყუილი და სისასტიკე, რომელსაც ჩვენ არ მოვითმენთ. ირანის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების, სიკვდილის და ტანჯვის ფონზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ ირანმა შესაძლოა, გააგრძელოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, პრეზიდენტთან განსახილველად შემაქვს წინადადება, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნა კულებამ.

კულება ამბობს, რომ უკრაინას ანტიირანული პოზიცია არასდროს ჰქონდა.

„მას შემდეგ, რაც ირანი ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიის და დანაშულის თანამონაწილე გახდა, ჩვენ დღეს გვექნება ძალიან მკაფიო და სამართლიანი პოზიცია. შეწყვეტს რა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას – ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე“, –  აცხადებს დმიტრო კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ევროკავშირის ქეყნებს მოუწოდებს, დაუწესონ ირანს სანქციები.