დმიტრო კულება - ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო ადამიანებს, მსოფლიომ უნდა გააკეთოს მეტი, გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია
დმიტრო კულება - ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო ადამიანებს, მსოფლიომ უნდა გააკეთოს მეტი, გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია

ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო ადამიანებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ქალაქ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

„ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის გაბრაზების გამო, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი, გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ – წერს კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რაკეტა აფეთქდა. შემთხვევის ამსახველი კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსებიც, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.