დმიტრო კულება ვიქტორ ორბანს – ასეთი ჭკვიანი თუ ხარ, დაარწმუნე პუტინი, უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს

00:47, 03.06.2023

ასეთი ჭკვიანი თუ ხარ, დაარწმუნე პუტინი, რომ უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს, – ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომელმაც მოუწოდა უკრაინას, კონტრშეტევაზე უარი ეთქვა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია.

კულებას თქმით, უკრაინას სხვებზე მეტად სურს მშვიდობის სწრაფი აღდგენა, თუმცა ისეთი მშვიდობის, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

„დახმარება თუ გსურთ, გამოიყენეთ თქვენი კავშირები და კონტაქტები და დაარწმუნეთ პუტინი, დატოვოს უკრაინა“, – დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი