დმიტრო კულება - ვერანაირი დაგმობის სიტყვები ვერ შეაჩერებს რუსეთის არმიას, პუტინის შესაჩერებლად საუკეთესო გზა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა 
დმიტრო კულება - ვერანაირი დაგმობის სიტყვები ვერ შეაჩერებს რუსეთის არმიას, პუტინის შესაჩერებლად საუკეთესო გზა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა 

გაერო-ს უშიშროების საბჭოში უკრაინასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა, რომელსც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც ესწრებოდა. კულებამ განაცხადა, რომ ის გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სოციალურ დისტანციას შეინარჩუნებს.

დმიტრო კულებას თქმით, ნიუ იორკში გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს საუბრის მთავარი თემა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა.

„ვერანაირი დაგმობის სიტყვები ვერ შეაჩერებს რუსეთის არმიას. ერთადერთი, რაც რუსეთის არმიას შეაჩერებს, კარგად აღჭურვილი უკრაინის არმიაა, თანამედოვე იარაღით აღჭურვილი, რომელსაც პარტნიორებისგან ვიღებთ და სწორედ ეს არის ჩემი შეხვედრების საუბრის მთავარი თემა. პუტინის შესაჩერებლად საუკეთესო გზა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა“, –  განაცხადა დმიტრო კულებამ.