დმიტრო კულება – უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას ვალდებულება არ აუღია

14:54, 17.02.2023

უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო უკრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება.

კულებას განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას დაეხმარება, რადგან ავიაციით მებრძოლები საკუთარ საჰაერო თავდაცვას ინარჩუნებენ, ავიაცია ასევე მნიშვნელოვანია კონტრშეტევისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევი განსაკუთრებით დაინტერესებულია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ავიაგამანადგურებლებით.

მსგავსი