დმიტრო კულება - უკრაინას წინ ელოდება ტაქტიკური მარცხი და სტრატეგიული გამარჯვება
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას წინ ტაქტიკური მარცხი და სტრატეგიული გამარჯვება ელოდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კულებამ უკრაინის აღდგენის შესახებ ფორუმზე ისაუბრა.
ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას გაუჭირდება რეალობასთან შეგუება და მოქალაქეებს რთული პერიოდი ელოდებათ, როდესაც მათ მოუწევთ მძიმე სიმართლის აღიარება.
„ამ სიმართლეს როდესაც ვაღიარებთ, ის იქნება ჩვენთვის უკიდურესად მტკივნეული. ჩვენ შევძლებთ მომავლის შენებას, რადგან, ვიდრე ამ სიმართლეს არ ვაღიარებთ, ჩვენ არ გვექნება ნორმალური მომავლის შენების შესაძლებლობა. რეალობის აღიარებაზე უარის თქმა უკან დაგვხევს“, – თქვა კულებამ.