დმიტრო კულება - უკრაინას სურს, თურქეთი მოიაზრებოდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას, რუსეთთან ომის შეწყვეტაზე დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაში
დმიტრო კულება - უკრაინას სურს, თურქეთი მოიაზრებოდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას, რუსეთთან ომის შეწყვეტაზე დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაში

უკრაინას სურს, თურქეთი მოიაზრებოდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას, რუსეთთან ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქ კოლეგასთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

კულებას თქმით, თურქეთი ასევე ცდილობს მოაწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.

მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის მხრივ, მარიუპოლში ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის იმედი გამოთქვა, სადაც ამ დრომდე რჩება თურქეთის 100-ზე მეტი მოქალაქე. ჩავუშოღლუმ ასევე მზაობა გამოთქვა, კიდევ ერთხელ უმასპინძლონ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

უკრაინისა და თურქეთის დიპლომატების შეხვედრა ქალაქ ლვოვში გაიმართა. კულებამ მოგვიანებით, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თურქეთის სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევი რჩება.