დმიტრო კულება - უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთმა გენოციდის შესახებ კონვენცია დაარღვია
უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ განაცხადა.
„უკრაინამ შეიტანა მემორანდუმი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გენოციდის შესახებ კონვენცია, ამართლებს საკუთარ სამხედრო აგრესიას „გენოციდში“ უკრაინის უსაფუძვლო ბრალდებებით“, – აღნიშნა კულებამ.
კულებას თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის წინაშე დასაყენებლად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.