დმიტრო კულება – უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთმა გენოციდის შესახებ კონვენცია დაარღვია
უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ განაცხადა.
„უკრაინამ შეიტანა მემორანდუმი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გენოციდის შესახებ კონვენცია, ამართლებს საკუთარ სამხედრო აგრესიას „გენოციდში“ უკრაინის უსაფუძვლო ბრალდებებით“, – აღნიშნა კულებამ.
კულებას თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის წინაშე დასაყენებლად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
Україна подала Меморандум до Міжнародного суду ООН. Ми доводимо, що РФ порушила Конвенцію про геноцид, виправдовуючи свою військову агресію безпідставними звинуваченнями України в «геноциді». Це важливий крок для притягнення РФ до відповідальності і відшкодування завданої шкоди.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) July 1, 2022