დმიტრო კულება - უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას არ დაარღვევს
დმიტრო კულება - უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას არ დაარღვევს

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია არ დაარღვევს შეთანხმებას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„თურქეთის პორტში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ჩასვლა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახისთვის იმედის სიგნალია. უკრაინა თქვენ არ დაგტოვებთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთამაშობთ „შიმშილის თამაშებს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

​ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მარცვლეულის დერეფნის შემდგომ ფუნქციონირებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„თუ ის შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინული სურსათის ექსპორტი ჩვენი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკელი და აზიელი მეგობრებისთვის შემდგომშიც გააგრძელებს სტაბილურობის გარანტირებას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.