დმიტრო კულება - სიიარტო  და ორბანი პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი პროუნგრელები არიან
დმიტრო კულება - სიიარტო და ორბანი პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი პროუნგრელები არიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ მისი უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო და პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არა პრორუსები, არამედ პროუნგრელები არიან.

კულებას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა განცხადებებზე, რომ სიიარტო და ორბანი პრორუსები არიან.

„ეს რომ დადასტურდეს, დიდი პრობლემა იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ასევე უნგრეთისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი პროუნგრელები არიან. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო გულწრფელი და კონსტრუქციული.