დმიტრო კულება - შეხვედრაზე პუტინი ბაიდენისგან მოისმენს მკაფიო გზავნილებს, რას გააკეთებენ პარტნიორები, თუ კრემლი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს
დმიტრო კულება - შეხვედრაზე პუტინი ბაიდენისგან მოისმენს მკაფიო გზავნილებს, რას გააკეთებენ პარტნიორები, თუ კრემლი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ჯო ბიადენსა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე პუტინი ბაიდენისგან მკაფიო გზავნილებს მოისმენს.

მისივე თქმით, ბაიდენი ისაუბრებს, რას გააკეთებენ უკრაინის პარტნიორები იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

„რაიმე გარღვევას არ ველი. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი ძალიან მკაფიო გზავნილებს მოისმენს ბაიდენისგან, რას გააკეთებენ უკრაინის პარტნიორები, იმ შემთხვევაში, თუ კრემლი სამხედრო ოპერაციას დაიწყებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა კულებამ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ვირტუალურ შეხვედრას დღეს გამართავს.