დმიტრო კულება - საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად შევთანხმდით, რომ მოვამზადებთ წინადადებების პაკეტს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის ტექსტზე დასართავად
დმიტრო კულება - საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად შევთანხმდით, რომ მოვამზადებთ წინადადებების პაკეტს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის ტექსტზე დასართავად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნები დეკემბრის სამიტის დეკლარაციის ტექსტზე ევროკავშირთან ერთად მუშაობენ.

„მე გაგიზიარეთ ჩემი მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მიმართ, რომელიც დეკემბერში ჩატარდება. ჩვენ ვნახეთ დეკლარაციის ტექსტის პროექტი. ჩვენ ვმუშაობთ დეკლარაციაზე ევროკავშირთან. ამის გარდა, დღეს საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად შევთანხმდით, რომ ტექსტზე დასართავად მოვამზადებთ ჩვენი შეთანხმებული წინადადებების პაკეტს. დეკემბერში, როდესაც სამიტზე მიღებული იქნება დეკლარაცია, ვნახავ დეკლარაციას და ამის შემდეგ გეტყვით, ვარ კმაყოფილი, თუ არა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.