დმიტრო კულება - რუსი ტურისტები საზღვარგარეთ არ უნდა დადიოდნენ, ვიდრე მათი ქვეყანა სისხლიან ომს აწარმოებს
დმიტრო კულება - რუსი ტურისტები საზღვარგარეთ არ უნდა დადიოდნენ, ვიდრე მათი ქვეყანა სისხლიან ომს აწარმოებს

რუსი ტურისტები საზღვარგარეთ არ უნდა დადიოდნენ, ვიდრე მათი ქვეყანა სისხლიან ომს აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ინიციატივა, შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეების ევროპაში ვიზიტის შესაძლებლობა, ევროკავშირში იმპულსს იძენს.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კიევი არ ეთანხმება არგუმენტს, თითქოს ასეთი ნაბიჯი შეზღუდავს მოგზაურობის შესაძლებლობას რუსებისთვის, რომლებიც არ უჭერენ მხარს პუტინის რეჟიმს.

„დევნილთათვის ყოველთვის იქნება პოლიტიკური თავშესაფრის შესაძლებლობა, მაგრამ რუსმა ტურისტებმა სსრკ-ს მაისურებში, „ზეტ“ (Z) ასოებით და ყველა მათნაირმა არ უნდა იაროს უცხო პლაჟებზე, ღირშესანიშნაობებში, მაღაზიებში, რესტორნებში, ვიდრე მათი ქვეყანა აწარმოებს სისხლიან დაპყრობით ომს ევროპაში“, – თქვა კულებამ.