დმიტრო კულება - რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას
დმიტრო კულება - რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას

რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კულებას თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენა რუსეთს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფის საშუალებას მისცემს.

„უმაღლეს წარმომადგენელთან განვიხილეთ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ინიციატივას რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის შესახებ და რომლის განხილვა ევროპული საბჭოს სამიტზეა დაგეგმილ. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის შეწყვეტა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთ ასპექტად მიგვაჩნია, რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ. რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა სანქციების პოლიტიკის სახიფათო დევიაციაა და საფრთხეს უქმნის არა მარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას და რუსეთს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა კულებამ.