დმიტრო კულება - რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინა რუსულ არმიას, უფრო მალე აღდგება მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში
დმიტრო კულება - რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინა რუსულ არმიას, უფრო მალე აღდგება მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში

შევთანხმდით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ვუპასუხოთ სამ შეკითხვას – როგორ ვაწარმოოთ ვაჭრობა ყველაზე ეფექტურად, როგორ ვაწარმოოთ და შევისყიდოთ შეიარაღება და აღჭურვილობა, როგორ მივიტანოთ ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინა და უახლოესი პარტნიორები ახორციელებენ ყველაზე მასშტაბურ ლოგისტიკურ ოპერაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და განცხადებების მიღმა, მილიონობით საკითხია გადასაწყვეტი. რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინის არმია რუსულ არმიას და უფრო მალე აღდგება მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.