დმიტრო კულება – პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია
ვლადიმერ პუტინის გარემოცვა აგზავნის ამ ყალბ სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია.
„რატომ ალაპარაკდნენ მოულოდნელად რუსული „წყაროები“ მედიასთან, რომ პუტინი მზადაა, შეაჩეროს ომი ამჟამინდელ საბრძოლო პოზიციებზე? – ეს მარტივია; პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, რომელიც 15-16 ივნისსაა დაგეგმილი. მას ეშინია მისი წარმატების. მისი გარემოცვა აგზავნის ამ ყალბ სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმას მაშინ, როდესაც მათი რაკეტები და თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებზე ცვივა. პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს იგი აირჩიოს მშვიდობა. სამშვიდობო სამიტის მიზანიც სწორედ ამის მიღწევაა. სწორედ ამიტომ არის ის ასე შეშინებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ლიდერი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან“, – წერს დმიტრო კულება.
Why are Russian “sources” suddenly telling the media that Putin is willing to halt the war at the current battle lines? It’s simple.
Putin is desperately trying to derail the Peace Summit in Switzerland on June 15–16. He is scared of its success. His entourage sends these phony…
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) May 24, 2024