დმიტრო კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს – თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის?
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს – თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? ეს განცხადება უკრაინელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შელმა“ რუსული ნავთობი რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა.
„მეუბნებიან, რომ „შელმა“ წუხელ მალულად შეიძინა რუსული ნავთობი. ერთი კითხვა მაქვს „შელთან“: თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ მთელ მსოფლიოში ყველა გონიერ ადამიანს, მოითხოვონ ტრანსნაციონალური კომპანიებისგან, შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანი კავშირები რუსეთთან“, – წერს კულება.
I am told that Shell discretely bought some Russian oil yesterday. One question to @Shell: doesn’t Russian oil smell Ukrainian blood for you? I call on all conscious people around the globe to demand multinational companies to cut all business ties with Russia.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 5, 2022