დმიტრო კულება ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაზარდონ შეიარაღების წარმოება
დმიტრო კულება ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაზარდონ შეიარაღების წარმოება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაზარდონ შეიარაღების წარმოება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ბუქარესტში ალიანსის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში კულებამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ბრძოლის ველზე გამარჯვება ხანგრძლივ პერსპექტივაში, დიდი ოდენობით იარაღის წარმოებაში ინვესტირების გარეშე.

კულებას თქმით, თვეები არ უნდა დაიკარგოს იმ ქვეყნებთან მოლაპარაკებისთვის, რომელთაც პოლიტიკური მიზეზებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ სურთ.

„ამის ნაცვლად, საჭიროა წარმოების ჩაშვება, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების კაპრიზებზე, რომელთაც საცავებში რაღაც აქვთ, მაგრამ არ სურთ განაწილება“, – განაცხადა კულებამ.

მინისტრის თქმით, ყველაზე მეტად უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ტანკები და წარმოების ხაზები ესაჭიროება.