დმიტრო კულება - ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ ნატო-მ უახლოეს მომავალში მოამარაგოს უკრაინა იარაღით, შესაძლოა, ეს მოცემულობა შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე ასე არ არის
დმიტრო კულება - ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ ნატო-მ უახლოეს მომავალში მოამარაგოს უკრაინა იარაღით, შესაძლოა, ეს მოცემულობა შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე ასე არ არის

ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება ჩვენი მოკავშირეებისგან, მე ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს ზოგიერთი მოკავშირისგან მომარაგებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ოპტიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი იმ მიმართულებით, რომ ნატო-მ მოამარაგოს უკრაინა სამხედრო აღჭურვილობით და იარაღით უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კულებას განცხადებით, შესაძლოა, მომავალში აღნიშნული მოცემულობა შეიცვალოს და უკრაინამ მიიღოს იარაღი, თუმცა ამ ეტაპზე ასე არ არის.

„ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ახლა ეს ასე არ არის. ნატო, როგორც ინსტიტუცია მოუწოდებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, მათ თუ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, მაგრამ ნატო ახლა არის პლატფორმა, სადაც ყველა იკრიბება და ამ საკითხებს განიხილავენ. მე ეს საკითხი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით არ წამომიჭრია, რადგან ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ვინ არიან მოკავშირეთა ჩამონათვალში, ვინც შეიძლება, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გახდნენ, ჩვენ ორმხრივი ასევე მოლაპარაკებები გავმართეთ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ არ გვისაუბრია ამაზე. მათ უკეთ ესმით, რას ვეძებთ, რა გვსურს, მაგრამ ისინი დისკუსიის რეჟიმში არიან, მათ თავისი ხედვა არ წარმოუდგენიათ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კულებამ.