დმიტრო კულება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის.
„მადლიერი ვარ თქვენი პრინციპული მიდგომისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ეს გადაწყვეტილება“, – წერს კულება.
გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემაა. მხოლოდ წევრები, რომლებიც იცავენ ამას, შეიძლება იყვნენ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.