დმიტრო კულება - კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად, გადამწყვეტი ბრძოლა არის ის, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს
დმიტრო კულება - კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად, გადამწყვეტი ბრძოლა არის ის, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კონტრშეტევა არ უნდა ჩათვალონ გადამწყვეტ ბრძოლად.

უკრაინელი დიპლომატის განმარტებით, ფინალური ბრძოლა იქნება ის, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებას მოიტანს. ამის შესახებ კულებამ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„კონტრშეტევა არ უნდა ჩაითვალოს გადამწყვეტ ბრძოლად. გადამწყვეტი ბრძოლა არის ის, რომელიც უკრაინული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე მიგვიყვანს. ამ დასკვნის გაკეთება შესაძლებელი იქნება ბრძოლის ბოლოს და არა – დასაწყისში. თუ საჭირო იქნება ერთი კონტრშეტევა – იქნება ერთი, თუ საჭიროა ორი ან მეტი – ასე იქნება. ეს არ არის კონფლიქტი, რომლის გაყინვაც შეიძლება“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კონტრშეტევას გადამწყვეტ ბრძოლად განიხილავენ, „უკრაინული ძალისხმევის სურათს ამახინჯებენ“. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებამდე იბრძოლებს.