დმიტრო კულება - ხარკოვის რაიონზე თავდასხმა დასტურია, რომ უკრაინის გლობალური მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს, თუ შესუსტდება, შედეგი მხოლოდ მეტი ასეთი სამხედრო დანაშაული იქნება
დმიტრო კულება - ხარკოვის რაიონზე თავდასხმა დასტურია, რომ უკრაინის გლობალური მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს, თუ შესუსტდება, შედეგი მხოლოდ მეტი ასეთი სამხედრო დანაშაული იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ხარკოვის რაიონში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

როგორც კულება „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ხარკოვის რაიონზე საჰაერო იერიში დასტურია, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს.

„ხარკოვის რაიონში, სოფელ გროზაზე 5 ოქტომბერს რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 52 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა, ხოლო დღეს საჰაერო იერიშის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. ორივე ეს სისასტიკე დასტურია, რომ უკრაინის გლობალური მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს. თუ ის შესუსტდება, შედეგი მხოლოდ მეტი ასეთი სამხედრო დანაშაული იქნება“, – აღნიშნა კულებამ.

რუსეთის ძალებმა 5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქში სოფელი გროზა დაბომბეს, ვრცელდება ინფორმაცია 51 დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ. დაბომბილია კაფე და მაღაზია. უკრაინული მხარის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ობიექტს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა მოხვდა. რუსმა სამხედროებმა ასევ დღეს იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრზე. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.