დმიტრო კულება – კახოვკის კაშხლის განადგურებით რუსეთმა სავარაუდოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია
კახოვკის კაშხლის განადგურებით რუსეთმა სავარაუდოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, ეს ომის საზარელი დანაშაულია.
„რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რითაც სავარაუდოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია და ათასობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის ომის საზარელი დანაშაული. 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაგდებაა“, – წერს დმიტრო კულება.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. მომხდარის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
Russia destroyed the Kakhovka dam inflicting probably Europe’s largest technological disaster in decades and putting thousands of civilians at risk. This is a heinous war crime. The only way to stop Russia, the greatest terrorist of the 21st century, is to kick it out of Ukraine.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) June 6, 2023